მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #14)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #14)

ერთი შლაპიანი კაცი ყოველ დილით შედიოდა ზოოპარკის ეზოში, ხელში მუდამ ხელჯოხი ეჭირა, რაც სოლიდური ადამიანის იერს აძლევდა. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო. ცხოველების გალიებთან მისული ერთბაშად იცვლებოდა და ონავარი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გალიაში გამომწყვდეული მხეცები გაეღიზიანებინა, გაებრაზებინა და წონასწორობიდან გამოეყვანა. თვითონ კი იდგა და დასცინოდა. საგანგებოდ ჩერდებოდა ბეჰემოთთან და უყურებდა, სანამ ცხოველი პირს არ დააღებდა. 

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი