მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #13)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #13)

კიდევ  ერთი მთვრალი ახალგაზრდა ქალიშვილისათვის თავის მოსაწონებლად თეთრი დათვების ვოლიერში ჩახტა. კუდში სწვდა ერთ-ერთ დათვს და მოქაჩა, მერე კი გასასვლელი კარისკენ გაიქცა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. დათვები გამოუდგნენ, თუმცა დიდი აგრესიულობა არ გამოუჩენიათ. ისე კი, ცნობილია, თეთრი დათვები ძალიან ავები და დაუნდობლები არიან. ახალგაზრდას წასასვლელი რომ აღარსად დარჩა, ნირწამხდარი ცემენტის ბარიერს მიეკრა. იმის ნაცვლად, რომ მაშველს დალოდებოდა, დათვები მიუახლოვდნენ თუ არა, შეტევაზე გადავიდა - დათვებს ხელების ქნევა და ყვირილი დაუწყო.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი