მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #12)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #12)

ივლისის ერთ ცხელ დღეს სპილომ მოსვენება დაკარგა; ნერვიულობდა, უბრალო რამეზეც კი ბრაზობდა და ფორიაქობდა. ზოოპარკში უჩვეულოდ ბევრი ხალხი იყო იმ დღეს, დიდი თუ პატარა სპილოს სანახავად მოეშურებოდა. სპილო ხალხმრავლობას მიჩვეული იყო. ჩვეულებრივი დამთვალიერებელი ართობდა კიდეც, მაგრამ ვერ იტანდა ფორმიან მამაკაცებს, განსაკუთრებით პოლიციელის მუნდირი აღიზიანებდა. ბედად, იმ დღეს უჩვეულოდ ბევრი მუნდირიანი დამთვალიერებელი მისულიყო ზოოპარკში.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი