მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #9)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #9)

ვეფხვის ბოკვერი და დათვის ბელი ერთად იზრდებოდნენ და ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, რომ უერთმანეთოდ წუთითაც ვერ ძლებდნენ. ორივეს ძალიან უყვარდა წყალი. აუზში პატარა ხიდი იყო, იქვე - შადრევანი, სადაც ცხოველები წუწაობით ერთობოდნენ.

გვიან შემოდგომაზე მათი დაცილებისა და თავთავიანთ გალიებში მოთავსების დრო დადგა. ცხოველებს თითქოს ტანმა უგრძოთ, რომ ერთად ყოფნის უკანასკნელი დღე იყო, და თათებით ერთმანეთს ისე ჩაეხუტნენ, რომ სამმა კაცმა ძლივს დააშორა აღმუვლებული ვეფხვი და დათვი.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი