მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #8)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #8)

თუთიყუში ერთ-ერთი გამორჩეულად დიდი და მსხვილნისკარტა, ამავე დროს, ყველაზე მოუსვენარი და ოინბაზი იყო. როცა მომვლელი ქალები თვალს მიეფარებოდნენ, ნისკარტით ჯერ თავისი გალიის კარს გააღებდა, მერე სხვებსაც ჩამოუვლიდა, კარს გაუღებდა და თუთიყუშებს გარეთ გამოუშვებდა.

გალიის კარის გაღებაში მას მართლაც ბადალი არ ჰყავდა. უფრო მეტიც, ისეთი მაგარი ნისკარტი ჰქონდა, შეეძლო, ერთი მილიმეტრი სისქის მავთული გადაეკვნიტა, ქანჩი ჩაეხრახნა და ამოეხრახნა.

ერთ დღეს ჩვეული ოსტატობით გააღო თავისი გალიის კარი და, ის იყო, გარეთ უნდა გაფრენილიყო, რომ ღია კარში ელვის სისწრაფით შეხტა შენობაში შეპარული ჭრელი კატა.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი