მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #7)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #7)

ვეტექიმმა დაადგინა, რომ ჟირაფს ენაზე წამოცმული ჰქონდა მავთულის რგოლი, რომელსაც ვერაფრით იშორებდა. ცხოველი წუხდა, ვერ ისვენებდა, სიმწრისაგან კბილებს მავთულზე აჭერდა. მავთულის რგოლი კი ენაზე უფრო ძლიერად უჭერდა. ჟირაფს ენა შეუსივდა და სისხლდენა დაეწყო. საბრალო ცხოველი უზომოდ იტანჯებოდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. ვეტექიმებმა სასწრაფოდ დაადგინეს გამაყუჩებელი წამლის დოზა, მერე კი გრძელი შპრიცით წამალი სხეულში შეუყვანეს. ჟირაფს ტკივილი მალე გაუყუჩდა. ექიმმა ენიდან ფრთხილად ამოაძრო ბრჭყვიალა რგოლი და ჭრილობა სპირტით მოჰბანა. ცხოველმა შვება იგრძნო და მადლობის ნიშნად თავის ქნევას მოჰყვა.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი