მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #6)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #6)

შეშინებული ადამიანები გასასვლელ კარს მიაწყდნენ. ვეფხვი მათ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ხეივნისაკენ მიდიოდა. იქვე, შენობის გვერდით, კიბე შენიშნა. იქ შედარებით სიბნელე იყო და ვეფხვიც იქით გაეშურა, კიბეს აუყვა და დერეფანში შევიდა. ერთ-ერთ კარს მიადგა და ტორი ჰკრა. ოთახში მხატვარი მუშაობდა. კაკუნის ხმაზე მხატვარმა თავი წამოსწია და გასძახა:

- მობრძანდი, ბატონო!

ხმა არავინ გასცა. კაკუნი ფხაჭუნმა შეცვალა.

- კარი ღიაა, არ გესმის?!

გაბრაზებულმა მხატვარმა საყვედურით გასძახა დაუპატიჟებელ სტუმარს და კარისაკენ წავიდა. მაგრამ კარი რომ გააღო, შიშისაგან თვალები გაუფართოვდა.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი