მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #5)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #5)

ბროლიას ძალიან უყვარდა ჯიხვის თიკნის კუნტრუშისა და თამაშის ყურება. ეს თიკანი ზოოპარკისათვის მონადირეს უჩუქებია. თიკანი ბევრს დარდობდა, არავის იკარებდა და არც არაფერს ჭამდა, ამიტომ ზოოპარკის ვეტექიმებმა საგანგებო რაციონი შეუდგინეს - ყოველდღე ძროხის ლიტრ-ნახევარი რძე.

მომვლელი ქალი ძროხის მოწველისთანავე თიკანს თბილ რძეს ასმევდა. რძე ძალიან მოსწონდა პატარა ჯიხვს და, როგორც კი ძროხასთან დაინახავდა, მაშინვე ქალთან მიირბენდა და მოწველის დამთავრებამდე რძის მოლოდინში ფეხს არ იცვლიდა იქიდან.

ამასობაში თიკანი ძროხას დაუმეგობრდა, მთელ დროს მასთან ატარებდა, ეთამაშებოდა. ძროხასაც მოსწონდა მასთან თამაში.

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი