მეორე საფეხური
» ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #2)

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები (ნაწყვეტი #2)

ნაშუადღევს ბროლია ისევ ეზოში გავიდა, ბილიკს გაუყვა და მაიმუნების გალიას მიადგა. გალიაში ორი მაიმუნი ბინადრობდა. ერთი მშვიდად წამოწოლილიყო ხის ტოტზე, მეორე კი - აქეთ-იქით დახტოდა. ბროლია იდგა და მაიმუნის მანჭიაობით ერთობოდა.

გალიაში თავზე ხილაბანდწაკრული ქალი შევიდა და იატაკის დასუფთავებას შეუდგა. უცებ ონავარი მაიმუნი ტოტიდან ჩამოხტა, ქალს თავიდან თავსაფარი წაჰგლიჯა და ისევ ხეზე ახტა. ქალი ჯერ შეცბა, მერე იქვე მშვიდად წამოწოლილ მეორე მაიმუნს გადახედა და სახე ხელებში ისე ჩამალა, თითქოს ტიროდა.

 

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტარიელ ხავთასი