მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #14)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #14)

ანა დოროთეა თოთხმეტი წლის ფერმკრთალი, წყნარი და ფიქრიანი ბავშვი იყო. მისი დიდი ზღვისფერი თვალები ნაღვლიანად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ბაგეებზე ბავშვური ღიმილი დასთამაშებდა.

ანა დოროთეას ხან ბაღში ვხვდებოდი, ხან გზაში, ხან მინდორში. ყვავილებსა და მინდვრის ბალახებს აგროვებდა, მამას გამოადგებაო, ფიქრობდა, რაღაც სასმელებსა და წვეთებს ამზადებდა, ხარშავდა და აზავებდა ვალდემარ დოე.

დიახ, დოეს, ამ ამაყსა და ამპარტავან ბატონს, რაღაც უცნაური საქმე წამოეწყო. მთელი სოფელი ამაზე ჩურჩულებდა.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი