მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #13)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #13)

ქარი რომ ბალახს ჩაუქროლებს, ბალახი აიქოჩრება; ჯეჯილს რომ დაუბეროს, ნორჩ ღეროებს ტალღებივით დაარწევს. ეს ქარის საოცარი ცეკვაა. მან თხრობაც არაჩვეულებრივი იცის, სათქმელს სიმღერით ამბობს. მისი ხმა ტყეში ხეებს შორის სხვანაირად ისმის, სახლებში კი, სადაც ფანჯრებიდან და ჭუჭრუტანებიდან აღწევს, სულ სხვაგვარად. ხედავ, როგორ მიერეკება მაღლა ღრუბლებს, თითქოს ცხვრის ფარა იყოს? გესმის, როგორ უსტვენს კარის ჭუჭრუტანაში, თითქოს გუშაგია და ბუკს ახმიანებსო? ზუზუნით ჩამოდის საკვამურში, ბუხარში ნაკვერჩხლებს აღვივებს და ცეცხლს აძლიერებს. ყურს თუ დაუგდებ, მიხვდები, რომ ძალიან სასიამოვნოა მისი ზუზუნი.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი