მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

არაქათგამოცლილ პრინცს უკვე აღარ შეეძლო აბობოქრებულ ზღვაში ცურვა; ხელ-ფეხი აღარ ემორჩილებოდა; თვალები ეხუჭებოდა. პატარა სირინოზი რომ არ მოსულიყო, აუცილებლად დანებდებოდა. მაგრამ ზღვის მეფის ასულმა სწორედ დროზე მოუსწრო, თავი მაღლა აუწია და მთელ ღამეს გვერდიდან არ მოშორებია.

დილით ქარიშხალი ჩადგა, ამინდი შეიცვალა, გემის ნასახიც აღარსად ჩანდა. მზე წითელი ბურთივით ამოგორდა, პრინცის ლოყებს თითქოს სიცოცხლე დაუბრუნდა, მაგრამ თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი