მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #11)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #11)

სირინოზს ყველაზე დიდ სიამოვნებას დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ამბის მოსმენა ჰგვრიდა. ბებიას სულ იქაურ ისტორიებს ეკითხებოდა და ისიც მოუთხრობდა, რაც იცოდა გემებსა და ქალაქებზე, ადამიანებსა და მხეცებზე. პატარა სირინოზი ბებიას მონათხრობიდან ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, დედამიწაზე ყვავილები სასიამოვნო სუნს აფრქვევენო, რომ გაიგო, რადგანაც ზღვის ფსკერზე ასეთი სურნელოვანი ყვავილები არ იზრდებიან; უკვირდა ისიც, რომ ტყე მწვანეაო, და ფოთლებს შორის მონავარდე თევზები ისე ხმამაღლა და საამურად გალობენ, იმათ მოსმენას არაფერი სჯობსო. ბებია თევზებს ეძახდა ჩიტებს, რადგან სირინოზებს ფრთოსანი მგალობლები არასოდეს ენახათ.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი