მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

ზღვის ფსკერზე უამრავი ვინმე ცხოვრობს. არ გეგონოთ, იქ მარტო თეთრი ქვიშაა. არა, ბევრი გასაოცარი ხე და ყვავილი იზრდება, მოქნილი ღეროებით, რომლებიც წყალში ნელა ირხევიან. დიდი და პატარა თევზები მათ შორის დასრიალებენ, როგორც ფრინველები ხის ტოტებში. სულ ძირს, სიღრმეში, ზღვის მეფის სასახლე აღმართულა. კედლები მარჯნისა აქვს, მაღალი, წვეტიანი ფანჯრები - ქარვისა, სახურავი კი ნიჟარებისა, რომლებიც ტალღების რხევაზე იღებიან და იხურებიან.

ეს ძალიან ლამაზია, ყოველ ნიჟარაში ისეთი მოციმციმე მარგალიტებია ჩასმული, დედოფლის გვირგვინსაც რომ დაამშვენებდა.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი