მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

გერდა ყაჩაღ გოგოს დაემშვიდობა. ირემმაც არ დააყოვნა, მაშინვე ადგილს მოსწყდა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა, ქვასა და ღორღში, ტყესა და ღრეში, ჭაობსა და ველზე. მგლები ყმუოდნენ და ყორნები მოსჩხაოდნენ. „ჰერი! ჰერი!" - გაისმა უცებ ციდან. გეგონებოდათ, ირემი ცეცხლს აფრქვევსო.

- ეს ჩემი საყვარელი ჩრდილოეთის ციალია! - შესძახა ირემმა, როდესაც მშვენიერი ცისარტყელა დაინახა, - როგორ ანათებს! - და კიდევ უფრო სწრაფად გაქუსლა. არც დღე შეუსვენია და არც ღამე. გერდას პურიც გაუთავდა და ლორიც, მაგრამ მალე ლაპლანდიაშიც ჩააღწიეს.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი