მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

პრინცი ადგა და თავისი საწოლი გერდას დაუთმო. მეტი რა უნდა ექნა? გოგონამ გულხელი დაიკრიფა და დაფიქრდა: რა კეთილები არიან ადამიანები და ფრინველებიო! შემდეგ თვალები დახუჭა და დაიძინა. ტკბილი სიზმარი ნახა. ცხენებთან ერთად მის სიზმარში, რა თქმა უნდა, პატარა კაიც იყო, ციგაზე იჯდა და მისრიალებდა, თანაც თავს უქნევდა. მაგრამ გოგონამ თვალი გაახილა თუ არა, ბიჭუნა ისევ გაქრა.

დილით გერდას საუკეთესო სამოსი მიართვეს, ისიც შესთავაზეს, სასახლეში დარჩიო, მაგრამ ის დაჟინებით ითხოვდა პატარა ეტლს, ორ ცხენსა და წყვილ ფეხსაცმელს, რათა კვლავ კაის საძებნელად წასულიყო.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი