მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

ზვირთები ნავს მიაქროლებდნენ. პატარა გერდა წყნარად იჯდა. ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა, ფეხსაცმელები უკან მოჰყვებოდნენ და ვერ ეწეოდნენ, ნავი უფრო სწრაფად მიდიოდა.

მდინარეს ლამაზი  ნაპირები ჰქონდა. ყვავილები გაშლილიყვნენ, ხეები მწვანედ შემოსილიყვნენ, ფერდობებზე ცხვარი და ძროხა ბალახობდა, მაგრამ ადამიანის ჭაჭანება არსად ჩანდა.

ეს ნავი ალბათ კაისთან მიმიყვანსო, ფიქრობდა პატარა გერდა. ამ ფიქრმა გაამხიარულა, წამოდგა და დიდხანს ათვალიერებდა აყვავებულ ნაპირებს. იცურა, იცურა ნავმა და ბოლოს ალუბლის ბაღში შეცურდა. 

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი