მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

ქალი სულ იღიმებოდა, ხმას კი არ იღებდა. ბიჭმა გაიფიქრა, ჩემი პატარა ცოდნით ვის გავაკვირვებო, და სივრცეს გახედა. დედოფალმაც მაშინვე ხელი ჩაავლო, ზეცისკენ ააფრინა და შავ ღრუბლებზე დასვა. გარშემო ქარიშხალი მძვინვარებდა, თითქოს ძველებურ სიმღერებს მღეროდა. ტყეებსა და ტბებზე გადაიქროლეს, ზღვებსა და ქვეყნებს გადაუფრინეს. დაბლა ცივი ქარი სისინებდა, მგლები ყმუოდნენ, სულ მაღლა კი ნათელი მთვარე ქათქათებდა და კაი ზამთრის გრძელ ღამეს აკვირდებოდა. დღისით კი თოვლის დედოფლის ფერხთით დაწვა და დაიძინა.

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი