მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

ფანტელები თანდათან იზრდებოდნენ, ბოლოს დიდრონ თეთრ მამლებად იქცნენ და განზე გადახტნენ. დიდი ციგაც გაჩერდა, მოციგავე წამოდგა. ქურქი და ქუდი თოვლს დაეფარა, ტანადი და ლამაზი, თვალისმომჭრელად თეთრი ქალი აღმოჩნდა. ეს იყო თვითონ თოვლის დედოფალი.

- კარგად ვიმგზავრეთ, - უთხრა ყმაწვილს, - მაგრამ შენ ხომ არ შეგცივდა? ჩემს ქურქში შემოძვერი.

დედოფალი ციგაზე დაჯდა, ბიჭი გვერდით მოისვა, ქურქი შემოახვია. ყმაწვილს მოეჩვენა, თითქოს თოვლის ზვინი გადაეფარა.

- კიდევ გცივა? - ჰკითხა ქალმა და შუბლზე აკოცა.

ოჰ, რა კოცნა იყო! ყინულზე ცივი!

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი