მეორე საფეხური
» თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

ის ზამთარი ძალინ ცივი აღმოჩნდა. ირგვლივ ყველაფერი ყინულით იყო დაფარული, მაგრამ დრო მალე გავიდა და გაზაფხულიც დადგა. მზემ გამოიხედა, კვირტები გაიშალა, მწვანე ბალახმა თავი წამოყო. მერცხლები ბუდეების შენებას შეუდგნენ, ფანჯრები გაიღო. კაი და გერდაც თავიანთ პაწაწინა ბაღში გავიდნენ და ქალაქს მაღლიდან გადმოხედეს.

რა მომხიბვლელად იფურჩქნებოდნენ ამ ზაფხულს ვარდები! ბავშვები მღეროდნენ, ხელიხელჩაკიდებულნი კოცნიდნენ ვარდებს. შეხაროდნენ მზის სხივებს, რა დიდებული ზაფხული დადგა! რა მშვენივრად იფურჩქნებოდნენ გარეთ ვარდები! კაცი იფიქრებდა, ქვეყნად აღარასდროს დამთავრდება ვარდის ყვავილობაო!

თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჰანს ქრისტიან ანდერსენი