მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #12)

მოთხრობები (ნაწყვეტი #12)

საღამოს კი უნთია ცეცხლი პაწაწინა ქოხის წინ. ხარიხაზე ჩამოკიდებულ ქვაბში იხარშავს საჭმელს. გამოდიან კურდღლები, მელიები, ციყვები, მაჩვები და ტურები. შეჰკრავენ ცეცხლის ირგვლივ წრეს. სხედან მორჩილად და სათითაოდ ჰყვებიან თავ-თავიანთ ამბებს. მოხუცს კიდევ - გადაშლილი აქვს სქელი, ვეებერთელა რვეული, დამჭკნარ ტუჩებთან მალ-მალე მიაქვს წვერბოკოლა ფანქარი და მერე იმ ვეებერთელა რვეულში წეერს, წეერს მათ ნაამბობს, ანუ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ - ზღაპრებს.

მაღლა ღამეში შეკარგული ჭოტი ზის და თვალებდახუჭული ითვლის წუთებს.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი