მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #9)

მოთხრობები (ნაწყვეტი #9)

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი, ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს.

ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა, ცელქი ბიჭუნებივით კოტრიალობენ ფერდობებზე, იზრდებიან, იბერებიან და მერე ჩვენკენ მოდიან რუხრუხითა და მუქარით. ტბა სარკეა ბუნებისა. ყველას უყვარს შიგ მზერა და კეკლუცი - მთებსაც და ღრუბლებსაც, მთვარესაც და ვარსკვლავებსაც, ყვავილებსაც და ხეებსაც.

ტბის პირას ტანჭრელი დიდი ვერხვები დგას. მათი ფოთლები ყოველთვის ბრწყინავენ, ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან და სულ ცეკვავენ.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი