მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

მოთხრობები (ნაწყვეტი #7)

მხოლოდ ერთი პატარა გოგონა იდგა უძრავად ჩვენი ქუჩის  დასაწყისში, სკვერთან. ჯიბეში ჩაყოფილ მარჯვენა ხელზე წითელი ჩანთა ეკიდა, შიგ ორი პური ედო, ოდნავ ჩახრილიყო და გაფაციცებული იყურებოდა სკვერში. ნეტავ რას უყურებს-მეთქი, ნაბიჯი შევანელე. გავჩერდი, მუხლებშიც ჩავიხარე. ვერცხლისფერი ნაძვის ქვეშ, სველ მიწაზე, ლამაზი ჭრელი სკვინჩა იჯდა და პურის ნატეხს ძიძგნიდა. გოგონამ შემამჩნია, მეც რომ სკვინჩას ვუყურებდი, და მითხრა:

- ცალფეხაა.

- როგორ ცალფეხა?!

- ცალი ფეხი არა აქვს.

მე გამეღიმა.

- არა, პატარავ, სკვინჩას სცივა.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი