მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

მოთხრობები (ნაწყვეტი #6)

სძინავს შიო პაპასაც. გულაღმა წევს, სპეტაკი თეთრი წვერი იხვის ბოლოსავით მაღლა აქვს აპრეხილი. ფუ-ფუ-ფუ! ფშვინავს არხეინად და თან სულ ლამაზ-ლამაზ სიზმრებს ხედავს. ხედავს, რომ მისი თეთრი სახედარი პატარა, პატარა ჩოკინაა. თვითონაც პატარაა შიო პაპა. აღარც თეთრი წვერი აქვს, აღარც ულვაშები. დაკუნტრუშობს მისი პატარა ჩოკინა აბრეშუმივით რბილსა და სასიამოვნო ბალახებში და კუნტრუშით დასდევს შიო პაპასაც უკან. შეხტება პატარა ჩოკინა, გადატრიალდება ჰაერში და ჰოპ! - ისევ კოხტად დგას ოთხივე ფეხზე მწვანე ბალახებში.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი