მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

გოგონამ ტყეში მიმოიხედა, მერე თავი მაღლა ასწია და დიდი ფართოდგახელილი თვალები ისევ ისე სიამოვნებით გაუბრწყინდა.

წინა წლის ხმელი ფოთლები და წიწვები, რომლებიც მიწაზე სქლად იყო დაგებული, ოქროსფრად ბრწყინავდნენ, ოქროსფრად ბრწყინავდნენ დაბლადაწეული ტოტების ახალი ფოთლებიც და წიწვებიც; ხოლო მაღლა, სულ მაღლა, უზარმაზარი ხმელი მუხის დაგრაგნილ ტოტებს შორის, დიდი, ყვითელი მთვარე ამოსულიყო, იმ ხმელი მუხის ტოტიდან ტოტზე კი მხიარული ციყვები ხტოდნენ, და ისე მოჩანდა, თითქოს ციყვები მთვარეს ახტებოდნენ ზემოდან. 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი