მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

მეიარაღის სახლში დაბრუნებულიყო ის უნეტარესი რაღაც, რომელიც საყვარელი მეუღლის აქ ყოფნის დროს ხვდებოდა ხოლმე შინ, და რომლის ფასიც მერე გაიგო, მერე, მარტოობაში...

„ეს ჩვენ მოგიტანეთ, ჩვენ, ჩვენ!“ - ტიტინებდნენ ყვავილები.

და უბედურ მეიარაღეს პირველად გაეღიმა ცოლის სიკვდილის შემდეგ.

მისმა გოგონამ, რა თქმა უნდა, იმავე წამს შეამჩნია ეს ღიმილი. ნელი, მაგრამ გაბედული ნაბიჯებით წავიდა მისკენ, მივიდა სულ ახლოს, სულ ახლოს, ოქროსთმიანი პატარა თავი ვეება მკერდზე დაადო და დაბლიდან შესცინა - ისე შესცინა, როგორც ეხლანდელი გოგონებიც შესცინებენ ხოლმე თავიანთ მამიკოებს, როცა უნდათ, რომ კინოს ფული მიიღონ, ანდა ნაყინისა, სულერთია...

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი