მეორე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

დიდი, დიდი ხნის წინათ, ქვეყანაზე რომ ჯერ უბრალო თოფებიც კი არ იყო გამოგონებული, თვით ულამაზესი ყვავილებიც კი რომ ჯერ ისევ მხოლოდ ტყეებში და ველებში ხარობდა (ეს კარგად დაიხსომეთ, პატარებო, თვით ულამაზესი ყვავილებიც კი ჯერ ისევ მხოლოდ ტყეებში და ველებში ხარობდა), ერთ მეომარ ქალაქში ერთი მეიარაღე ცხოვრობდა. ამ მეიარაღეს ყველანი უბედურ მეიარაღეს ეძახდნენ და ჩვენც ასე დავუძახოთ. უბედური კი იმის გამო იყო, რომ ულამაზესი მეუღლე ჰყავდა და მოუკვდა. დარჩა ერთადერთი გოგონა, ძალიან პატარა გოგონა.

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რევაზ ინანიშვილი