მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #14)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #14)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი. ისე დაბერდნენ, შვილი არ ეყოლათ და ძალიან დარდობდნენ. ერთხელ ბერიკაცი შეშის მოსატანად ტყეში წავიდა. მივიდა ერთ ხესთან და დაუწყო ჭრა. უცებ კვნესა მოესმა. გაჩერდა კაცი, მიაყურადა. ვეღარაფერი გაიგონა. მოიქნია ისევ ცული. მოხვდა თუ არა ხეს, ისევ მოესმა კვნესა.

- აქ რაღაც ამბავიაო, - თქვა მოხუცმა, შემოუარა ხეს და ფუღუროში სულ პატარა, პაწაწინა გოგო იპოვა. აიყვანა ბავშვი, გულში ჩაიკრა და გახარებულმა მიიყვანა შინ. ქალსაც გაუხარდა, ნანატრი შვილი მოგვცა ღმერთმაო. ბავშვი სუფთა ჩვრებში გაახვიეს და სამადლობლად სანთელი აანთეს. პატარას შეშა-ქალი დაარქვეს.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები