მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

მშიერი მგელი მოძუნძულდა, დაინახა ცეროდენა და გაუხარდა, ერთი გემრიელი ლუკმა მაინც გამომივაო.

მივიდა ბიჭთან და უთხრა:

- რომ შეგჭამო, რას იზამო?

- ვერ შემჭამო, - უპასუხა ცეროდენამ გულადად, წამოხტა ფეხზე, ერთი წვეტიანი ჯოხი იპოვა და მგელს შეუტია.

მგელმა პირი გააღო და ჩვენი ცეროდენა თავისი  ჯოხიანად შიგ მოიქცია.

მგელს  ძვლების ხვრაში ერთი კბილი მოეტეხა და საშინლად სტკიოდა. ჩაჯდა იმ ნაკბილარში ცეროდენა და დაუწყო ჯოხით ჩხვლეტა. საცოდავი მგელი ისე გამწარდა, ღრიალი მორთო.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები