მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #11)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #11)

წიქარამ ბიჭს ჰკითხა:

- თავი მიიბრუნე, აბა, მოდის თუ არაო?

მიიბრუნა ბიჭმა თავი:

- შორს ბუზისოდენად რაღაც მორბის ან მოფრინავსო, - უთხრა წიქარას.

- ეგ ღორიაო, - მიუგო წიქარამ.

მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს, მორბის ღორი, ცოტა კიდევ და დაეწევა წიქარას.

- სავარცხელი გადააგდეო! - შესძახა ბიჭს წიქარამ.

გადააგდო ბიჭმა სავარცხელი. უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარა, შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდა. ჭრა ეშვებით ღორმა ტყე, ჭრა და გავიდა. მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს. კარგა გზა გაიარეს. მოიხედა ბიჭმა, შორს ისევ რაღაცა მოჩანდა.

- ბუზისტოლა რაღაც ჩანსო, - უთხრა წიქარას.

 

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები