მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

დედინაცვალმა შეიტყო ხარისა და ბიჭის მეგობრობის ამბავი და უარესად გაანჩხლდა.   მიხვდა, გერთან ვერაფერს გახდებოდა, სანამ მას გვერდით წიქარა ჰყავდა, და ხარის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. სხვას რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა, დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა.

ქმარმა ჰკითხა:

- რა მოგარჩენსო?

- წიქარას გულ-ღვიძლის მეტი არაფერი მიშველისო, - უთხრა ქალმა.

- ჯანდაბას, რაც იქნება, იქნებაო, - თქვა კაცმა, გადმოიღო დიდი დანა და დაუწყო ლესვა.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები