მეორე საფეხური
» ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

ქართული ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ძალიან ავი ქალი იყო. გერი ჭირივით შეიძულა, ლანძღავდა და სცემდა. წავიდოდა თუ არა მამა მინდორში, ცემა-ტყეპით წამოაგდებდა ბიჭს ლოგინიდან და მშიერ-მწყურვალს სამწყემსურში აგდებდა.

ბიჭს ნახირში ერთი წითელი ხარი ჰყავდა, წიქარა. ხარი ხედავდა ობლის გასაჭირს და ებრალებოდა, რქიდან ღალას იღებდა და იმით ასაზრდოებდა მშიერ ბიჭს. ბიჭსაც ძალიან უყვარდა თავისი მეგობარი - ნოყიერ ბალახს უზიდავდა, აბანავებდა და ჩრდილში ასვენებდა.

ქართული ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქართული ზღაპრები