მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #22)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #22)

სასახლეში ლოგინიდან წამოდგა დედოფალი. საზაფხულო კაბა ჩაიცვა და იმპერატორს აკოცა - უკვე მშვენიერ ხასიათზე იყო. იმპერატორსაც გადაეყარა ნაღველი. პრინცესა მატილდამ ბურთი და ჩოგანი აიღო, მდელოზე გავიდა და კარისკაცებთან ჩოგბურთის თამაში დაიწყო.

- ვერაფერი გამიგია. - ამბობდა იმპერატორი და კეფას იფხანდა.

- იცით რა, თქვენო უდიდებულესობავ. - უთხრა ძია ტიკ-ტაკმა. - კუებს ზამთრობით, როგორც წესი, სძინავთ. ჰოდა, აი, ზამთარმა დაინახა, თქვენთან, სამზარეულოში, რომ თექვსმეტ კუს ერთად ეძინა. იფიქრა, ჩემი წასვლის დრო ჯერ არ არისო და დარჩა.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი