მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #20)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #20)

რაც უფრო უახლოვდებოდნენ სასახლეს, სიცივე მატულობდა და მატულობდა.  და ბოლოს ნავი ყინულებში მოექცა. ციცქნა ღრუბელი ჩამორჩა, სადღაც ცისარტყელამაც გაიელვა, მაგრამ სწორედ ამ დროს წამოთოვა. ძია ტიკ-ტაკმა თბილი სვიტერი გადაიცვა, დედალი აიბუზა, მარტო ფაიფურის ფინია და ღრრრი არ დარდობდნენ სიცივეს.

ნავსადგურში რამდენიმე ადამიანი შეეგება. ყველას სქელი ქურქი ეცვა და თბილი ქუდი ეხურა. ესენი იმპერატორის ქალიშვილი მატილდა და კარისკაცები იყვნენ.

- ძალიან გაგვახარეთ თქვენი მობრძანებით, - თქვა ერთმა კარისკაცმა. -  იმპერატორი ნაღვლიანია, შეიძლება თქვენ გაამხიარულოთ.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი