მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #16)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #16)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფანქარი. ამ ფანქარს ძალიან უყვარდა ათასნაირი ხაზისა და ხვეულების ხატვა. ერთხელ თქვა:

- ახლა წერტილებს დავხატავ.

ადგა და ერთი დიდი წერტილი დახატა, მეორე - პატარა.

- შენ დედა-წერტილი იქნები, - უთხრა დიდ წერტილს, - შენ კიდევ - შვილი-წერტილი, - მიუბრუნდა პატარა წერტილს.

პირველ ხანებში წერტილები თავს მშვენივრად გრძნობდნენ.

- რა კარგია, წერტილები რომ ვართ, - ამბობდნენ ისინი, - ვერც ხაზები შეგვედრებიან და ვერც ხვეულები!

- ნუ იბღინძებით! - უთხრა მათმა მეზობელმა ხვეულმა, - დიდი ამბავი, წერტილები ხართ თუ რაღაც! ისხედით თქვენთვის და იყავით ჩუმად!

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი