მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #15)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #15)

ერთხელ ფუძი-სანი მთის წვერზე წამობრძანდა, ჩაიხედა ძირს და რას ხედავს: პატარა ურჩხული მოდის მასთან სტუმრად.

- ენდრიუ უნდა იყოს! - გაიფიქრა ფუძი-სანმა, ჩაიზე დამეწვევა.

პატარა ურჩხულს ენდრიუ ერქვა, ისა და ბებიამისი მთის ძირას, გამოქვაბულში, ცხოვრობდნენ.

უნდა ითქვას, რომ ენდრიუს ბებია ყველაზე სიმპათიური ურჩხული იყო ბებია ურჩხულებს შორის. ფინჯან ჩაიზე არასოდეს ამბობდა უარს, მაგრამ ბოლო ხანებში სიბერემ ნამეტანი დარია ხელი, მთაზე ვეღარ ადიოდა, ამიტომ ენდრიუმ გადაწყვიტა, მე წავალ და ჩაის აქ ჩამოგიტანო.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი