ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #14)
ერთხელ ერთ საძოვარზე, ხეების ჩრდილში, ძროხები იწვნენ და იცოხნებოდნენ, მათ ირგვლივ სამხრეთის ალერსიანი ნიავი დაქროდა. ძროხები დიდ განცხრომაში იყვნენ.
- რა საყვარელი რამაა ეს ნიავი! - ამბობდნენ ძროხები და თან ცოხნას განაგრძობდნენ, - კარგი იქნებოდა, რამე რომ გვეჩუქებინა! მაგრამ რა უნდა აჩუქო ნიავს?
- მე ვიცი! - წამოიძახა თაფლა ძროხამ, - მოდით, ბეწვის ქურქი ვუყიდოთ. ჩრდილოეთის ცივი ქარი რომ წამოუბერავს, გაეხვიოს შიგ და იყოს თბილად.