მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #12)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #12)

იყო პოლისმენი არტური; იყო პოლისმენის ცხენი ჰარი; ორივენი - დიდი ონავრები.

არტური ყოველდღე ლურჯ ფორმას იცვამდა, ქამარზე რეზინის ხელკეტს იკიდებდა, ჰარის გადააჯდებოდა და მთელ ლონდონს ჩამოუვლიდა.

ჰარის ერთი რამე უყვარდა გაგიჟებით: აედევნებოდა ავტობუსს, ჩიჩვირს უკანა შუშასთან მიუტანდა და დაორთქლავდა. არტურიც არ იყო უსაქმოდ. ის უნაგირიდან წამოიწეოდა, წინ წაიხრებოდა და იმ გაორთქლილ შუშაზე საჩვენებელი თითით სასაცილო სახეებს ხატავდა. უყურებდა ჰარი ამ პორტრეტებს და იცინოდა, იგუდებოდა სიცილით.

ცხენი და პოლისმენი ისე იყვნენ გატაცებული ამ საქმიანობით, რომ ქურდბაცაცების დასაჭერად დრო საერთოდ აღარ რჩებოდათ.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი