მეორე საფეხური
» ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #12)

საღამოთი კურდღელი სათევზაოდ წავიდა. ციოდა და ერთი ბოთლი ღვინოც გააყოლა. მდინარესთან რომ მივიდა, მარჯვე ადგილი ამოირჩია, ჩაცურდა და ჩაყო კუდი წყალში. იჯდა ასე და თან ღვინოს შეექცეოდა, რომ არ გაციებულიყო. ამასობაში გათენდა კიდეც, ამოსწია კურდღელმა კუდი - რაღაცა გატკაცუნდა. ამოსწია მეორედ  და - სადღაა კუდი? მოიხედა კურდღელმა და - მდინარე გაყინული იყო. ყინულში კი - რაღაც ფუნჯი თუ ბეწვი, ბალახის ბღუჯა თუ კუდი ჩანდა.

ბიძია რიმუსის ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯოელ ჰარისი