მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #10)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #10)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ყვავი ალისა. იმისთანა ზარმაცი ყვავი მეორე არ უნახავს ქვეყნიერებას. ხანდახან ფრენის დროსაც კი ეძინებოდა ხოლმე და ათასნაირ სიზმრებს ხედავდა.

ერთხელ ისე მაგრად დაეძინა, ყირამალა წამოვიდა და, სანამ ასე მოდიოდა, იცით, რა სიზმარი ნახა? - ყირამალა სიზმარი!

კატა მურს თაგვების დაჭერა უყვარდა. თეთრეულის ხახალში ორი წრუწუნა დაინახა და ჩუმად მიეპარა.

- კატას უყურე! - უთხრა ერთმა წრუწუნამ მეორეს, - ჩვენ ახლა მაგას არ გავუშვებთ!

მურს გაუკვირდა: „რა სისულელეა! როდის იყო, რომ თაგვები კატებზე ნადირობდნენ!"

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი