მეორე საფეხური
» ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

არ გასულა ერთი კვირაც, რომ დათვი ტყიდან ბრუნდებოდა, სადაც თაფლის საძებნელად იყო წასული, და ჭაობის პირას წამოსკუპებული ბაყაყი დაინახა. გადააგდო ნაჯახი, მიეპარა ფეხაკრეფით და სწვდა თათით. მოუჭირა თათი და ეუბნება:

- როგორ ხარ, დობილო? შვილები როგორ გყავს? დღეს მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს და არ ვიცი, კიდევ როდის გიხილავო.

ბაყაყმა კი არ იცოდა, რა ეპასუხა. არ იცოდა, რა ხდებოდა, და არაფერი თქვა. იჯდა და დუმდა.

ბიძია რიმუსის ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯოელ ჰარისი