მეორე საფეხური
» ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #9)

ყველაფერი ყირამალა (ნაწყვეტი #9)

ტროტუარზე პატარა გუბე იდგა. წვიმას ის-ის იყო გადაეღო და ფოთლებიდან წვეთები ცვიოდა.

ვინც კი გუბის გვერდზე გაივლიდა, ყველანი ჩანდნენ - ადამიანებიც და წითელი ავტობუსებიც.

„აი, ყოფნა რა არის, - ფიქრობდა გუბე, - ათასჯერ სჯობს ღრუბელში ბორიალს, მაგრამ უკეთესი იქნება, ვინმე რომ დამლევდეს. ბოლოს და ბოლოს, წყალი ხომ ამისთვის არსებობს ქვეყანაზე!

სწორედ ამ დროს ქიშმიშიანი ფუნთუშებით სავსე ფორანმა ჩამოიარა. ერთი ფუნთუშა როგორღაც გადმოვარდა და პირდაპირ გუბეში მოადინა ტყაპანი.

- ვაიმე, ვაიმე! მთლად დავსველდი! პირს ვიღა დამაკარებს, მე უბედურს! - წამოიძახა ფუნთუშამ და მწარედ აქვითინდა.

ყველაფერი ყირამალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დონალდ ბისეტი