ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #8)
კურდღელი გაიძურწა და ჭაობში ისე ჩაიმალა, მარტო თვალებიღა უჩანდა. - მან იცოდა, რომ დათვი მის საძებრად გამოიქცეოდა.
სად იყო, სად არა, დათვიც გამოჩნდა გზაზე. მიირბინა ჭაობთან და თქვა:
- როგორ ხარ, დობილო ბაყაყო? კურდღელი ხომ არ გინახავს აქეთ გამოვლილი?
- ახლახან მირბოდაო, - უპასუხა კურდღელმა.
და დათვმა გზა განაგრძო. კურდღელი კი ამოძვრა ჭაობიდან, გაშრა მზეზე და, ვითომც აქაც არაფერიო, შინ წავიდა თავის შვილებთან.