მეორე საფეხური
» ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

კურდღელი ბოსტანში მუშაობდა. მისი ცოლი კი მეზობელთან იყო რაღაცისთვის გადასული. ბაჭიები ქერიჭამიანობის თამაშში იყვნენ გართულები, როცა სახლში მელია შევიდა.

ბაჭიები ისეთი მსუქნები იყვნენ, რომ მელიას პირწყალი მოუვიდა, მაგრამ შეფიქრიანდა, უმიზეზოდ ხელი როგორ ვახლოო.

ბაჭიებს კი შიშისგან კინაღამ გულები დაუსკდათ. ერთმანეთს მიეკვრნენ, დასხდნენ და თვალებმიჭყეტილები მიაჩერდნენ. მელია იჯდა და ფიქრობდა, რაზე შევედავო, რომ ყველა შევყლაპოო. უცბად დაინახა, რომ კუთხეში შაქრის ლერწმის დიდი ჯოხი იყო მიყუდებული. ჩაიწმინდა ხმა და თავხედურად ბრძანა:

-  თქვენ, ეი, ყურგრძელებო! აი, იმ ჯოხიდან ცოტაოდენი ჩამომიტეხეთო.

 

ბიძია რიმუსის ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯოელ ჰარისი