მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (აფრიკა)

სხვადასხვა (აფრიკა)

ევროპისათვის აფრიკა დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა „შავ კონტინენტად“, რომელიც ჭაობიანი უღრანი ტყეებისა და უდაბნოების, საშიში აბორიგენებისა და მიუვალი სანაპიროების გამო შეუსწავლელ მიწად ითვლებოდა. ჩრდილოეთი აფრიკა დაახლოებით 600 წლის განმავლობაში მუსლიმანი მმართველების ხელში იყო. ეს უკანასკნელნი ოქროთი, სპილოს ძვლითა და შავკანიანი მონებით სარფიან ვაჭრობას მისდევდნენ და ქრიასტიანებს კონტინენტის შიგნით შესვლის ნებას არ აძლევდნენ.

 

ევროპის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფურცელი უამრავი აფრიკელის მონად გადაქცევაა. ამერიკის ევროპულ კოლონიებში უამრავი მუშახელი იყო საჭირო, რომელიც ტროპიკულ კლიმატს გაუძლებდა. მონებს ბორკილებს ადებდნენ და სამხრეთ ამერიკის შაქრისა და ბამბის პლანტაციებში სამუშაოდ აგზავნიდნენ. მონებით ვაჭრობა ფულის შოვნის კარგ საშუალებად იქცა. „შავ ოქროს“ ეზიდებოდა უამრავი გემი. ევროპა კი მონების შემზარავ ყოფაზე მე-19 საუკუნის შუა წლებამდე უბრალოდ თვალს ხუჭავდა. უმეტესად, აფრიკელ მონებს ევროპულ საქონელზე ცვლიდნენ, ბევრ მათგანს საკუთარი ტომის ბელადი ყიდდა და აღებული ფულით ტომებს შორის ომებს აფინანსებდა.

 

აფრიკის გამოკვლევა მოგვიანებით დაიწყეს: სად იყო ნილოსის სათავე? რა საიდუმლოს მალავდა ნიგერი? რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, აფრიკის კვლევას სწორედ მონებით ვაჭრობამ მისცა ბიძგი.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: